დონალდ ტრამპი - ვიდრე რუსეთი და ჩინეთი გონს მოვლენ, აშშ ბირთვულ არსენალს გააძლიერებს
აშშ თავის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს, ვიდრე რუსეთი და ჩინეთი გონს მოვლენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ჰიუსტონში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების შესახებ 1987 წლის შეთანხმებას, რომლის დატოვების გადაწყვეტილებაც ტრამპმა მიიღო.
„ვიდრე ხალხი გონს მოვა, ჩვენ გავაძლიერებთ. რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას. ეს ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, ვიდრე ხალხი გონს არ მოვა, ჩვენ უფრო მეტი ფული გვაქვს, ვიდრე ვინმე სხვას, ჩვენ გავაძლიერებთ მას, ვიდრე ისინი გონს მოეგებიან, ხოლო როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ყველა ჭკვიანები ვიქნებით და არა მხოლოდ გავჩერდებით, არამედ შევამცირებთ კიდეც. თუმცა ახლა ისინი ამ შეთანხმებას არ ასრულებენ. ეს არის მუქარა ნებისმიერისთვის, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა, ვისაც ამ თამაშში მონაწილეობა სურს. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, მე ვერ მეთამაშებით ამ თამაშს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა.