დონალდ ტრამპი - ვიდრე მე თქვენი პრეზიდენტი ვარ, ვაშინგტონში ავტონომიური ზონა არასდროს იქნება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, „ავტონომიური ზონა“ არასდროს არ იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
„სანამ მე თქვენი პრეზიდენტი ვარ, ვაშინგტონში ავტონომიური ზონა არასდროს არ იქნება. თუ ისინი ამის მიღწევას შეეცდებიან, მათ სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებათ“, – წერს თეთრი სახლის ლიდერი.
დონალდ ტრამპის განცხადება ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, სადაც დემონსტრანტებმა აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდება სცადეს და წმინდა იოანეს ეკლესიაზე საღებავით დააწერეს „შავი სახლის ავტონომიური ზონა“. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სიეტლშიც, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ტერიტორია „ავტონომიურ ზონად“ გამოაცხადეს.