ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიუსელიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს შეკითხვა, ბრიტანეთში ვიზიტსა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებზეც დაუსვეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის ბრიტანეთში ძალიან მოსწონთ.
„არაუშავს, ვთვლი, რომ დიდ ბრიტანეთში დიდი მოწონებით ვსარგებლობ“, – განაცხადა ტრამპმა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით ლონდონში ათობით ადამიანი გეგმავს საპროტესტო გამოსვლებს.