დონალდ ტრამპი ვენესუელაში აშშ-ის მოქალაქეების დაკავებასთან ვაშინგტონის კავშირს არ ადასტურებს
დონალდ ტრამპი ვენესუელაში აშშ-ის მოქალაქეების დაკავებასთან ვაშინგტონის კავშირს არ ადასტურებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობას ინციდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ თქვა, რომ მისმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომლებიც ვენესუელის ტერიტორიაზე შეჭრას ზღვიდან ცდილობდნენ.
მადურომ ასევე თქვა, რომ დაკავებულებს შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა, რომლებიც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის პირადი დაცვის წევრები არიან. ვენესუელას ლიდერის განცხადებით, დაჯგუფებას მისი ლიკვიდაცია და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურდა. ვენესუელას სამხედროებმა რვა ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დააკავეს.