დონალდ ტრამპი ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი პირველ სექტემბერს ვარშავაში სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
დონალდ ტრამპი პოლონეთის დედაქალაქში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება და ვარშავაში სიტყვით გამოვა.
ტრამპის გარდა პირველ სექტემბერს ვარშავაში ჩავლენ გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტები.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პოლონეთის ლიდერმა ანჟეი დუდამ ვარშავაში მემორიალურ ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე მიიწვია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბალარუსის და მოლდოვას წარმომადგენლები.
ასევე ცნობილია, რომ პოლონეთში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტი არ მიიპატიჟეს.