დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ USAID-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა USAID-ს რამე როლი აშშ-ისა და ინდოეთის არჩევნებში, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, USAID-ს ჰქონოდა როლი.
„USAID-ს, შესაძლოა, ჰქონოდა როლი. 2020 წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა. ვფიქრობ, ბევრი ცუდი მოხდა 2024 წელსაც, თუმცა შედეგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, სცადეს“, – განაცხადა ტრამპმა.