დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი თავისით გაქრება

00:08, 09.05.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი თავისით გაქრება. მანამდე კი, მისი მოსაზრებით, ვირუსის რამდენიმე აფეთქება კვლავ იქნება.

„ვირუსიც კვდება, როგორც ყველაფერი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი წელსვე გაქრება. მისივე თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მნიშვნელოვანია.

მსგავსი