დონალდ ტრამპი – სამუშაო ჯგუფი „რკინის კარიბჭე“ ირანში სრულად მოქმედებს, ისტორიაში უდიდეს საზღვაო ბლოკადასთან ერთად, ირანში თითქმის აღარაფერი შედის და გამოდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ახალი სამხედრო სამუშაო ჯგუფი „რკინის კარიბჭე“ მოქმედებს, რომლის მიზანიც ირანისთვის იარაღის მიწოდების გზების ჩაკეტვაა.
„სამუშაო ჯგუფი „რკინის კარიბჭე“ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სრულად მოქმედებს. ისტორიაში უდიდეს საზღვაო ბლოკადასთან ერთად, ირანში თითქმის აღარაფერი შედის და გამოდის!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჯგუფის შექმნის შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. დაახლოებით 20-კაციანი გუნდი ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში განთავსდება. როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, მისი ამოცანაა, ხელი შეუშალოს იარაღისა და სანქციებით შეზღუდული მასალების გადაადგილებას ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე.