აბას არაღჩი – აშშ-ის მიერ ომის განახლების შემთხვევაში, ირანის არმია მათ მძიმე დარტყმით უპასუხებს

00:04, 09.11.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ომის განახლების შემთხვევაში, ირანის არმია მათ მძიმე დარტყმით უპასუხებს.

„ამერიკელმა ამომრჩევლებმა თავისი არჩევანი გააკეთეს. დროა, თეთრმა სახლმაც გააკეთოს თავისი“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი ირანის მოთხოვნებს შეასრულებს, მათ შორის ომის ყველა ფრონტზე დასრულებას, ორდღიანი გეგმა ძალაში დარჩება.

„ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაშია: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის ომის დასრულება ყველა ფრონტზე და შედეგებს ნახავთ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუ ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება.

მსგავსი