დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დააკავებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ მას კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დააკავებენ.
როგორც ტრამპი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სპეციალურმა მრჩეველმა, ჯეკ სმიტმა კვირას, ღამით აცნობა, რომ ის არის მათი გამოძიების სამიზნე.
ტრამპის თქმით, მას მოხსენება ექნება ნაფიც მსაჯულთა დიდი სასამართლოს წინაშე, რაც, მისივე თქმით, თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას ნიშნავს.
კონგრესის გამოძიებამ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის ბრალდება წამოაყენა.
2021 წლის 6 იანვარს ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ამ დროს თეთრ სახლთან ექსპრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.