დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 95 000 ადამიანი დაიღუპება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 95 000 ადამიანი დაიღუპება.
„სიენენის“ ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 76 000 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში „კოვიდ-19“ის მილიონ-ნახევარი შემთხვევა დაფიქსირდა.