დონალდ ტრამპი - ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე, ეს უნდა შეჩერდეს, რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ
დონალდ ტრამპი - ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე, ეს უნდა შეჩერდეს, რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა შეწყდეს და ეს იქნება მისთვის პრიორიტეტული საკითხი.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, რაც მისი პირველი ვრცელი საჯარო გამოსვლაა არჩევნების შემდეგ.

„ჩვენ ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეჩერდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს თეთრ სახლში შესვლისთანავე დაასრულებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ განახორციელებს ამას.

ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს განუცხადა, მისი პრიორიტეტებია ასევე ახლო აღმოსავლეთი, „კორუმპირებული, წარუმატებელი ბიუროკრატიის გაწმენდა“ და „ბავშვთა სექსუალური დასახიჩრების“ შეწყვეტა.