დონალდ ტრამპი - უზენაესმა სასამართლომ ნამდვილად გვიმტყუნა
დონალდ ტრამპი - უზენაესმა სასამართლომ ნამდვილად გვიმტყუნა

დონალდ ტრამპის თქმით, უზენაესმა სასმართლომ ვერ გამოიჩინა სათანადო „სიბრძნე და „სიმამაცე“, როდესაც უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვაზე.

„სასამართლომ ნამდვილად გვიმტყუნა. არც სიბრძნე! არც სიმამაცე“, – წერს ტრამპის ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო.

სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს. სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ ოთხ შტატში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია.