უკრაინის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
ტრამპი შეხვედრას სოციალ ქსელში გამოეხმაურა.
„მადლობა, ვიქტორ. უნდა იყოს მშვიდობა და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეხვედრას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც. „დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.