დონალდ ტრამპი - უკრაინას თავდასხმითი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მივეცი, ბარაკ ობამა კი ბალიშებსა და საბნებს აგზავნიდა
დონალდ ტრამპი - უკრაინას თავდასხმითი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მივეცი, ბარაკ ობამა კი ბალიშებსა და საბნებს აგზავნიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე მისი წინამორბედი ბარაკ ობამა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„მე ვარ ის, ვინც უკრაინას თავდასხმითი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მისცა. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით, რას აგზავნიდა ის? ის ბალიშებსა და საბნებს აგზავნიდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, სწორედ ბარაკ ობამამ გასცა უკრაინის ნაწილი, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს.