დონალდ ტრამპი უკანონო იმიგრაციის გასაკონტროლებლად რიგი სახელმწიფოებისთვის დახმარების შემცირებას გეგმავს
დონალდ ტრამპი უკანონო იმიგრაციის გასაკონტროლებლად რიგი სახელმწიფოებისთვის დახმარების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიუ იორკში, ეროვნული უსაფრთხოების ცენტრში, იმიგრაციასთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე ისაუბრა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზეზი რიგი სახელმწიფოების ქმედებებია. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი მოქალაქეების უკანონო იმიგრაციის შესაჩერებლად საკმარისს არ აკეთებენ.
„ამ სახელმწიფოებიდან ძალიან ბევრს ჩვენ დახმარებას ვუწევთ. ყოველთვის, როცა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს უკანონოდ გამოკვეთს, ჩვენ ამ სახელმწიფოსთვის გამოყოფილი დახმარებიდან თანხას გამოვქვითავთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.