დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ ზოგიერთი ქვეყანა უცენზურო სიტყვით მოიხსენია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ზოგიერთი ქვეყანა უცენზურო სიტყვით მოიხსენია.
როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მას სიტყვა „ბინძური ხვრელები“ არ გამოუყენებია, როგორც ეს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, თუმცა პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი ლექსიკონი მკაცრი იყო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, რომ დონალდ ტრამპმა ჰაიტი და აფრიკის ქვეყნები „ბინძურ ხვრელებად“ მოიხსენია.
როგორც ამერიკული სააგენტოები წერდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საიმიგრაციო სისტემა უპირატესობას უნდა ანიჭებდეს წარმატებული ქვეყნების მოქალაქეებს, როგორიცაა ნორვეგია. აღნიშნულის გამო აღშფოთება გამოთქვეს გაერო-ს წარმომადგენელმა, ჰაიტის მთავრობამ, ამერიკელმა კონგრესმენებმა და უფლებადამცველებმა.