დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საუბრის გარკვეული დეტალები დამალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჰელსინკიში შემდგარი სამიტი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრას ჰგავდა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები სიცრუეა.
12 იანვარს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წელს ჰელსინკიში გამართული სამიტის დროს, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალები დამალა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ორსაათიანი პირისპირ შეხვედრის გარკვეული დეტალების შესახებ არაფერი უთხრა. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის რუსეთის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საქმე ეხება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას. ფედერალური გამოძიების საშუალებით, ცდილობენ დაადგინონ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირები დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ჯგუფს რუსეთთან. გამოძიება ეჭვობს, რომ აღნიშნული კავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ჯგუფი დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ცდილობდა.