დონალდ ტრამპი უარს ამბობს კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატებზე და აცხადებს, რომ დებატები უკვე მოიგო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე მოიგო დებატების წინა ორი რაუნდი ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან.
„პირველი, რასაც მოკრივე აკეთებს ბრძოლის წაგების შემდეგ, ითხოვს რევანშს. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო – არავითარი რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ გუშინ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ სადებატო არაფერია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ის გამოკითხვებშიც ლიდერობს და უპირატესობა ყოველდღიურად იზრდება.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა.
მანამდე, ასეთივე სურვილი გამოთქვა „სიენენმაც“, რაზეც კამალა ჰარისი დათანხმდა. „სიენენის“ შეთავაზების მიხედვით, თუ ორივე კანდიდატი თანახმა იქნება, დებატების მეორე რაუნდი 23 ოქტომბერს ატლანტას შტატში უნდა გაიმართოს.