დონალდ ტრამპი - თუ ირანი აშშ-ის რომელიღაც მოქალაქეზე ან ობიექტზე იერიშს მიიტანს, პასუხი იქნება სწრაფი და არაპროპორციული
თუ ირანი ამერიკის რომელიღაც მოქალაქეზე ან ობიექტზე იერიშს მიიტანს, შეერთებული შტატების პასუხი იქნება სწრაფი და არაპროპორციული, – ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაა, რომელიც მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.
„იმ შემთხვევაში, თუ ირანი თავდასხმას განახორციელებს, ამერიკის პასუხი იქნება სწრაფი და არაპროპორციული“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.