დონალდ ტრამპი ტრანს-წყნარი ოკეანის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრანს-წყნარი ოკეანის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობები გაუმჯობესდება.
პრეზიდენტმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელსა და ეკონომიკის საკითხებში ეროვნული საბჭოს დირექტორს დაავალა, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან განიხილონ ახალი შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობა.
„ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასთან მიერთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ამას პრეზიდენტი ობამა გვთავაზობდა. ჩვენ ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობაში მყოფი 11 ქვეყნიდან ექვსთან უკვე გვაქვს ორმხრივი შეთანხმებები და ვმუშაობთ ახალი შეთანხმებების დასადებად უმსხვილეს ქვეყნებთან, იაპონიასთან, რომლისგანაც ჩვენ წლების განმავლობაში ძლიერად ვზარალდებოდით სავაჭრო კუთხით” – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12 ქვეყანას შორის ხელი 2016 წელს მოეწერა. შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებზე, მსოფლიო ეკონომიკის 40% მოდის. თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მისვლისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლის დოკუმენტს მოაწერა ხელი.
პრეზიდენტი დღეისთვის არსებული პირობებით, მას ხელშეკრულებას აშშ-სთვის არასახარბიელოდ მიიჩნევს.