ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქარიშხლის შედეგად დაზარალებული რეგიონების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით კი, შეხვედრას მარკ მიდოუ უძღვებოდა, რომელიც შეხვედრას სპეციალური დამცავი აღჭურვილობით ატარებდა.
დონალდ ტრამპის ექიმი შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშნება.