დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს წელსაც არ დაესწრო
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს წელსაც არ დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს წელსაც არ დაესწრო. ტრამპის თქმით, სადილი იმდენად მოსაწყენი და ნეგატიურია, რომ ურჩევნია, სხვა რამით დაკავდეს.

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს არასდროს დასწრებია.

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილი სათავეს 1914 წლიდან იღებს და მას ამერიკელი ჟურნალისტები, კინოდოკუმენტალისტები და მედიაკომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.