დონალდ ტრამპი - თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ვაშინგტონის კორუმპირებული ისტებლიშმენტის მმართველობა დასრულდება და ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება
თეთრ სახლში თუ დამაბრუნებთ, ვაშინგტონის კორუმპირებული ისტებლიშმენტის მმართველობა დასრულდება და ამერიკა კვლავ თავისუფალი ერი გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე იფიქროს, რადგან მან აშშ გაანადგურა.
„ის ამბობს, რომ სამუშაოს დასრულება სურს. მას სურს, დაასრულოს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმე, ამ მხრივ ის ამასთან მართლაც ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, ის ძალიან ახლოს არის საქმის დასრულებასთან. ამდენი განსხვავებული რამ გავაკეთეთ, ჩვენ გავწიეთ დიდი სამუშაო, მაგრამ არასდროს მიგვიღია ამ დამსახურებისთვის აღიარება. მან არ იცის, რომ ცოცხალია და ძალიან სამწუხაროა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი საუბარი, როგორიც ახლა გესმით, რადგან ამ ბიჭს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ილაპარაკოს. ის ძალიან მკაცრია, როცა რბილი უნდა იყოს და ძალიან რბილია, როცა მკაცრი უნდა იყოს. ის ამბობს ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან ცუდია, პროვოცირებას ახდენს და შემდეგ სისუსტეს იჩენს. ეს არის ყველაზე გიჟური რამ. ის ზუსტად საპირისპიროს ამბობს, რაც თქვენ უნდა თქვათ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.