დონალდ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის აზრით, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით საზღვრებზე უნდა გამკაცრდეს.
„საფრანგეთი პატივს მიაგებს თავს გმირს. ოფიცერი დაიღუპა მას შემდეგ, რაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერაქტის დროს მძევალს ადგილი გაუცვალა. რამხელა სიმამაცეს ავლენენ მსოფლიოში ისინი, ვინც მუდმივად იბრძვიან რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ. საჭიროა უფრო მკაცრი ზომები, განსაკუთრებით საზღვრებზე“, – წერს დონალდ ტრამპი.
23 მარტს ქალაქ ტრებეში ერთ-ერთ სუპერმარკეტს 26 წლის, წარმოშობით მაროკოელი დაესხა თავს და მძევლები აიყვანა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. მოგვიანებით გარდაიცვალა ის პოლიციელი, რომლიც ერთი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელს ჩაბარდა.
თავდამსხმელი პარიზის ტერაქტის შესრულებაში ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვდა.