დონალდ ტრამპი - თავისუფლებისთვის ბრძოლაში აშშ ირანელი ხალხის გვერდით დგას
კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანზეც ისაუბრა. დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს დიქტატურასთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
„როდესაც ირანელი ხალხი კორუმპირებულ დიქტატურას აღუდგა, მე არ გავჩუმებულვარ. თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამერიკა ირანელი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, განიხილოს ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობები.