დონალდ ტრამპი - თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯეიმს მეტისი ზედმეტად დაფასებული გენერალია, ის საშინელია
დონალდ ტრამპი - თავდაცვის ყოფილი მდივანი ჯეიმს მეტისი ზედმეტად დაფასებული გენერალია, ის საშინელია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ყოფილ მდივან ჯეიმს მეტისს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჯეიმს მეტისს „საშინელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის აშშ-ში ზედმეტად დაფასებულ გენერალია.

„მეტისი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ზედმეტად დაფასებული გენერალი იყო. ის ლაპარაკობდა ბევრს, თუმცა არასდროს „მოჰქონდა სახლში მოგება“. ის იყო საშინელი! ერთ დღეს მე მის და სხვების შესახებ ნამდვილ ისტორიას მოგიყვებით – როგორც კარგს, ისე ცუდს!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ჯეიმს მეტისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციაში 2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში იკავებდა. მან პოსტი დონალდ ტრამპთან პოლიტიკური უთანხმოების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა. როგორც მეტისმა განაცხადა, ტრამპის ქმედებები ამერიკელი ხალხის კიდევ უფრო დანაწევრებას ემსახურება.