დონალდ ტრამპი სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს აკრიტიკებს, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს
დონალდ ტრამპი სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს აკრიტიკებს, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს, რომელიც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასა და ტრამპის საარჩევნო შტაბსა და მოსკოვს შორის შესაძლო კავშირებს იძიებს.

რობერტ მიულერმა თავისი გამოძიების შესახებ ანგარიში უახლოეს მომავალში უნდა დაასრულოს.

„ჩვენ ველოდებით ანგარიშს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან არჩეულები“, – განაცხადა დონალდ ტრამპა კონსერვატორების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა რობერტ მიულერის გამოძიებას ყალბი უწოდა. მისი თქმით, ეს არის „ალქაჯებზე ნადირობა“.

„ეს ყალბი საქმე, როგორც ჩანს, კვდება. მათ ვერ იპოვეს ვერანაირი შეთქმულება. ახლა მათ გადაწყვიტეს, „მოდით შევამოწმოთ ყველა მისი შეთანხმება. ჩვენ უნდა ვნახოთ მისი ფინანსები. ჩვენ უნდა შევამოწმოთ მისი შეთანხმებები“. ეს ადამიანები ავადმყოფები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა ყოფილი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი, ასევე კონგრესში მისი ოპონენტები.

„ამ წუთებში ჩვენს კონგრესში იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც სძულთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, თითოეული მათგანი დავასახელოთ. ეს სამწუხაროა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი სუსტი და არაეფექტიანი იყო და მან „არ გაკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“.