დონალდ ტრამპი - სირიის აღდგენას, აშშ-ის ნაცვლად, საუდის არაბეთი დააფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სირიის აღდგენას, აშშ-ის ნაცვლად, საუდის არაბეთი დააფინანსებს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ით გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მდიდარი ქვეყანა მეზობლებს დაეხმარება.
„საუდის არაბეთი დათანხმდა, სირიის აღდგენა დააფინანსოს აშშ-ის ნაცვლად. ნუთუ ეს კარგი არ არის, როდესაც მდიდარი ქვეყანა მეზობლებს აღდგენაში ეხმარება და არა აშშ, რომელიც 5000 მილით არის დაშორებული სირიიდან. მადლობა საუდის არაბეთს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.