დონალდ ტრამპი სირიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის არაბული ქვეყნების სამხედროებით ჩანაცვლებას აპირებს
დონალდ ტრამპი სირიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის არაბული ქვეყნების სამხედროებით ჩანაცვლებას აპირებს

დონალდ ტრამპი სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაბული ქვეყნების სამხედროებით ჩანაცვლებას აპირებს.

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს უკვე ესაუბრა. საუბარი ეხებოდა   პროექტში მონაწილეობის შესახებ კაიროს მოსაზრებას .

გაზეთი წერს, რომ თეთრი სახლი ასევე დაუკავშირდა საუდის არაბეთს, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და მათ ჩრდილოეთ სირიის აღსადგენად რამდენიმე მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. აშშ-ის ხელისუფლებას ასევე სურს, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა სირიაში სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნონ.

აშშ-ის ხელისუფლების ინიცატივის მიზანი უსაფრთხოების სფეროში ვაკუმის წარმოქნის თავიდან არიდებაა.