დონალდ ტრამპი - სიცრუეა, რომ საუდის არაბეთში 12 ათას სამხედროს ვგზავნით
დონალდ ტრამპი - სიცრუეა, რომ საუდის არაბეთში 12 ათას სამხედროს ვგზავნით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საუდის არაბეთში 12 ათასი სამხედროს გაგზავნას გეგმავს, სიცრუეა.

შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენ საუდის არაბეთში 12 ათას სამხედროს ვგზავნით, არასწორია. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, ეს არის ყალბი ამბავი“, – დაწერა ტრამპმა.

მანამდე, ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრო საუდის არაბეთში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას გეგმავდა.