დონალდ ტრამპი - შვედეთში ახალი კორონავირუსით გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მეზობელ დანიასა და ნორვეგიაში
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შვედეთში ახალი კორონავირუსით, მეზობელ დანიასთან და ნორვეგიასთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„გარდაცვლილთა რიცხვი შვედეთში გასაოცარია, თუ მას შევადარებთ იმ ქვეყნებს, სადაც მკაცრი კარანტინი დააწესეს. ამ ქვეყნებსა და შვედეთს შორის დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
შვედეთის ხელისუფლება კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოერიდა და განაცხადა, რომ „მოქალაქეები თავად დაიცავენ წესებს“.
„სიენენის“ ცნობით, შვედეთში ყოველ 100 000 მოქალაქეზე, გარდაცვლილია 22 ადამიანი. ეს დანიასთან შედარებით სამჯერ დიდი მაჩვენებელია, ხოლო ნორვეგიასთან და ფინეთთან შედარებით – ოთხჯერ მეტი.