დონალდ ტრამპი - შტატებში ამაღელვებელი ღამეა, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ
დონალდ ტრამპი - შტატებში ამაღელვებელი ღამეა, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ

საარჩევნო უბნების დახურვის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს მიმართა.

ტრამპი ამბობს, რომ შტატებში ამაღელვებელი ღამეა.

დონალდ ტრამპის თქმით, მედია რესპუბლიკელების დიდ მარცხს იმედოვნებდა, მაგრამ ეს არ მოხდება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ექსპრეზიდენტი 15 ნოემბერს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს. მედია ვარაუდობს, რომ ტრამპი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ.