დონალდ ტრამპი შესაძლოა, პირველ სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს
დონალდ ტრამპი შესაძლოა, პირველ სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, პირველ სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ივნისში დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას თეთრ სახლში უმასპინძლებს. საუბრის მთავარი თემა პოლონეთში ამერიკული ბაზის გაფართოება იქნება.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.