ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შესაძლოა, ავღანეთს ეწვიოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მადლიერების დღის მილოცვისას, ამერიკელ სამხედროებთან ტელეხიდის დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპმა სამხედროებს განუცხადა, რომ შესაძლოა, მათ აშშ-ში ან მის ფარგლებს გარეთ შეხვდეს.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არ არის გამორიცხული, შეხვედრა ავღანეთში შედგეს.