დონალდ ტრამპი - შავკანიანი მოსახლეობისთვის სამ წელიწად-ნახევარში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ჯო ბაიდენმა 43 წლის განმავლობაში
დონალდ ტრამპი - შავკანიანი მოსახლეობისთვის სამ წელიწად-ნახევარში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ჯო ბაიდენმა 43 წლის განმავლობაში

ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკუთარი პრეზიდენტობის დროს შავკანიანი მოსახლეობისთვის ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მისმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა.

„მე სამ წელიწად-ნახევარში ბევრად მეტი გავაკეთე შავკანიანი მოსახლეობისთვის, ვიდრე ჯო ბაიდენმა 43 წლის განმავლობაში. სინამდვილეში მან ძალიან უკან დაწია ისინი საკუთარი დანაშაულის კანონპროექტით, რომელიც არც კი ახსოვს. მე ამერიკის ისტორიაში სხვა პრეზიდენტებთან შედარებით, ყველაზე მეტი გავაკეთე შავკანიანი საზოგადოებისთვის, ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს აბრაამ ლინკოლნი. დემოკრატებმა ეს იციან, ეს იციან „ფეიკ ნიუსებმაც“, მაგრამ ამის დაწერაზე უარს ამბობენ, რადგან არსებითად კორუმპირებულები არიან“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.