დონალდ ტრამპი სექტემბერში სახელმწიფო ვიზიტით დანიას ეწვევა
დონალდ ტრამპი სექტემბერში სახელმწიფო ვიზიტით დანიას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექტემბერში სახელმწიფო ვიზიტით დანიას ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი დანიაში პოლონეთიდან ჩავა, სადაც პირველ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილeსადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრება. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

დანიაში დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ჩავა და დანიის დედოფალს, მარგრეტ მეორეს მოინახულებს. დანიაში ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს შეხვდება.

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან საუბარს აპირებს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება და ვაჭრობა.

დონალდ ტრამპი დანიას 2 სექტემბერს ესტუმრება.