დონალდ ტრამპი სენატში მის სასარგებლოდ დასრულებულ კენჭისყრას სახალისო ვიდეოთი ეხმაურება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატში მის სასარგებლოდ დასრულებულ კენჭისყრას სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოთი ეხმაურება.
ამასთან, როგორც ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, „იმპიჩმენტის თაღლითურ პროცესში ქვეყნის გამარჯვებასთან“ დაკავშირებით საჯარო განცხადებას 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გააკეთებს.
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორივე მუხლით გაამართლა.
აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი.