დონალდ ტრამპი სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მაიკ პომპეო გამორჩეული ადამიანია. ის პირველი მოსწავლე იყო ვესტ პოინტის აკადემიაში. მოწინავე სტუდენტი -ჰარვარდის სამართლის სკოლაში. იყო წარმატებული ყველაფერში, რასაც აკეთებდა. ჩვენ გვჭირდება, რომ სენატმა მაიკი რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს. ის შესანიშნავი სახელმწიფო მდივანი იქნება“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან რექს ტილერსონი მარტის ბოლოს გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ პოსტზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო წარადგინა.