სავაჭრო ომები კარგია – ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა სავაჭრო პარტნიორებთან მილიარდობით აშშ დოლარს კარგავს და სავაჭრო ომი გამარჯვებისთვისაა საჭირო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გაზარდა. კანადასა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებენ.
ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ ჩინეთში, მექსიკასა და კანადაში. აშშ ფოლადის იმპორტს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან ახდენს. აშშ-ის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ლითონზე ტარიფების ზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს.