დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს ქვეყნის თავდაცვაში დახმარებას დაჰპირდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს ქვეყნის თავდაცვაში დახმარებას დაჰპირდა. შესაბამისი განცხადება საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტომ, აშშ-ის პრეზიდენტისა და საუდის არაბეთის პრინც მაჰმუდ ბენ სალმანის სატალეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ გმობს საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას და მზადაა, ერ რიადს თავდაცვაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ღამით საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის რამდენიმე საწარმოს თავს დაესხნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იემენში მებრძოლმა ჰუსიტებმა აიღეს. კერძოდ, თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქ აბკაიკთან მდებარე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. აღნიშნულ ქალაქში უამრავი უცხოელი სპეციალისტი ცხოვრობს.
კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა ჰურაისში მდებარე ნავთობის საბადოზე. თავდასხმების შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მოხერხდა.