დონალდ ტრამპი - საშინელი რამ მოხდა, ობამამ და ბაიდენმა რუსეთი აიძულეს, ჩინეთის ხელში ჩავარდნილიყო, რუსეთი და ჩინეთი უკრაინის ომმა დააახლოვა
10 წლის ისტორიის შესწავლის შემდეგ ხვდები, რომ არასდროს უნდა დაუშვა რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება, საშინელი რამ მოხდა, რუსეთი აიძულეს, ჩინეთის ხელში ჩავარდნილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპი აცხადებს, რომ ბარაქ ობამამ და ჯო ბაიდენმა რუსეთს ჩინეთთან დაახლოება აიძულეს, მაშინ როდესაც თავად საპირისპიროდ მოქმედებდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, უკრაინის ომმა რუსეთი და ჩინეთი დააახლოვა, ამასთანავე, ასპარეზზე გამოიყვანა ირანი და ჩრდილოეთ კორეაც.
დონალდ ტრამპის თქმით, ყველა, ვინც აშშ-ის წინააღმდეგია, პარტნიორობას აყალიბებს.
„მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ დგება, ჩვენი მოკავშირეები სუსტდებიან. შეხედეთ, რა ხდება ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებით. ეს დიდი საქმეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.