დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნებში მე თუ არ გავიმარჯვებ, ბაზარი ისე ჩამოიშლება, როგორც არასდროს უნახავთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვებს, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა რეკორდებს ამყარებს.
„ტრამპის ეკონომიკა რეკორდებს ამყარებს, მას წინ დიდი გზა აქვს… თუმცა, თუ ჩემ გარდა ვინმე სხვა გაიმარჯვებს 2020 წელს, მოხდება ბაზრის ისეთი ჩამოშლა, როგორიც არასდროს უნახავთ! შევინარჩუნოთ ამერიკის სიდიადე!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მედია. მისი თქმით, წამყვან მედიასაშუალებებს საზოგადოების ნდობა მთლიანად აქვთ დაკარგული.
„კორუმპირებული მედია საერთოდ აღარ ექვემდებარება კონტროლს – ისინი დანებდნენ და აღარ დარდობენ. წამყვან მედიასაშუალებებისადმი ნდობა ნულის ტოლია – ტოტალური „ლუზერები“, – წერს ტრამპი.