დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის სეზონს გააუქმებს
დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის სეზონს გააუქმებს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის სეზონს გააუქმებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნევადას შტატში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ბაიდენის მკაცრი პოლიტიკა ლას ვეგასში შუქებს ჩააქრობს და კარსონ სითი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ტრამპის სწრაფ აღდგენასა და ბაიდენის დეპრესიას შორის, რადგან ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში გადასახადები ოთხჯერ გაიზრდება და მოსახლეობა 1929 წლის შემდეგ ყველაზე დიდ დეპრესიას იხილავს.

„როდესაც ხმას მაძლევთ, კეთილდღეობა იმატებს. თქვენი გადასახადები კიდევ უფრო შემცირდება. იცით, რომ მე ქვეყნის ისტორიაში გადასახადები ყველაზე მასშტაბურად შევამცირე. ჩვენი ვაქცინები მოდის და ისინი ამის გამო გიჟდებიან. ჩვენ უბრალოდ გვინდა, ვიყოთ იქ, სადაც შვიდი თვის წინ ვიყავით. ჩვენ ნორმალური ცხოვრება გვინდა“, – თქვა ტრამპმა.