დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს
დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაილი მაკენანმა განაცხადა.
„არჩევნების დასრულებამდე ჯერ შორია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მაკენანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ტრამპის გუნდის სურს, არჩევნებზე დაფიქსირებული ყველა კანონიერი ხმა დაითვალონ, ხოლო უკანონო ხმები გაუქმდეს“.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა.
აშშ-ის მოქმედ პრეზიდნეტს დამარცხება არ უღიარებია. ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა და შედეგები უნდა გასაჩივრდეს.