დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა
დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სამხრეთ კორეაში ჩავიდა და იქ დისლოცირებულ ამერიკულ შენაერთებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, ფხენიანთან დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, ტრამპი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი სეულის მიმდებარედ საჰაერო ბაზაში ჩაფრინდნენ. ტრამპებს წითელ ხალიჩასთან საპატიო ყარაულითა და სალუტებით დახვდნენ. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების ყველაზე დიდ ბანაკში ვერტმფრენით გაფრინდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის ვიზიტის მიზანია, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან მიმართებით აშშ-ის მკაცრი პოზიციის დემონსტრირება მოახდინოს. თუმცა რეგიონში შიშობენ, რომ ტრამპის აგრესიულმა რიტორიკამ, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე გაზარდოს.

 

ავტორი: თეი კანაშვილი