დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კორეის ნახევარკუნძულზე „დიდი ოცეულის” სამიტის შემდეგ ჩავიდა. დონალდ ტრამპი ახლა სამხრეთ კორეაში მყოფ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება, რის შემდეგაც, მას პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი უმასპინძლებს.
თეთრი სახლის ლიდერის სეულში ვიზიტი მისი საწინააღმდეგო დემონსტრაციებით დაიწყო. სამხრეთ კორეის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ათასობით აქტივისტი შეიკრიბა და ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი გააპროტესტა.
ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ლიდერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე კორეის ნახევარკუნძულის დემილიტარიზებულ ზონაში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.