დონალდ ტრამპი - სამედიცინო ცენტრს დღეს დავტოვებ, თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს, სადაც ის კორონავირუსზე მკურნალობს, დღეს დატოვებს.
დონალდ ტრამპის თქმით, ის თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინათ.
„უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დავტოვებ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ დაუშვათ, რომ მან მართოს თქვენი ცხოვრება. ჩვენ განვავითარეთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან კარგი მედიკამენტები და ცოდნა. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, – წერს დონალდ ტრამპი ტვიტერში.
კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. ვირუსი დაუდასტურდა პირველ ლედისაც.