დონალდ ტრამპი საკუთარი რეზიდენციიდან ნიუ იორკის სასამართლოსკენ გაემართა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეზიდენციიდან ნიუ იორკის სასამართლოსკენ გაემართა. მისი ესკორტი ათი მანქანისგან შედგება, მათ შორის არიან ნიუ იორკის პოლიცია და მეხანძრეები.
როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტრამპი სასამართლოს შენობასთან დაახლოებით 15 წუთში მივა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ნიუ იორკის სასამართლოში ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.