აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო სისტემის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ტრამპს სურს, საიმიგრაციო კანონი განათლებული, ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდების სასარგებლოდ შეიცვალოს და არ იყოს ფოკუსირებული ოჯახების გაერთიანებაზე.
ინიციატივა 2020 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
„თუ რაიმე მიზეზით, სავარაუდოდ პოლიტიკურით, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ დემოკრატების მხარდაჭერას ამ ღირსეული უსაფრთხოების გეგმაზე, მაშინ ჩვენ მას დაუყოვნებლივ დავამტკიცებთ არჩევნების შემდეგ, როდესაც წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ, შევინარჩუნებთ სენატსა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტობას“,- განაცხადა ტრამპმა.
ყოველწლიურად მწვანე ბარათის საშუალებით, აშშ-ში ემიგრირების საშუალება 1.1 მილიონ ადამიანს ეძლევა, მათი ორი-მესამედი კი ამ შესაძლებლობას ოჯახური კავშირების გამო იღებს. პრეზიდენტს ამ რიცხვის ცვლილების გარეშე სურს, 57%-ის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭოთ პირებს სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
დემოკრატების ლიდერის, ნენსი პელოსის განცხადებით, პრეზიდენტი გეგმა თავიდანვე განწირულია.